რუსეთში მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციამ 20-მდე ქალი დააკავა

ტუვაში, ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციამ 20-მდე ქალი დააკავა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ სამართალდამცველები ქალებს ძალის გამოყენებით აკავებენ.

ქალაქის მოედანზე გამართულ აქციაზე შეკრებილი ქალები, ლოზუნგით “არა გენოციდის” და “არა მობილიზაციას” პუტინის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.  პოლიციამ აქციის დაშლა დაწყებიდან 5 წუთში დაიწყო.

მსგავსი თემები