მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, 6 მ -მდე სიმაღლის, გრუნტის დამჭერი კედლები შენდება

 

​​თბილისის ვაკის რაიონში, ბურკიაშვილის ქუჩის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, რკინაბეტონის კედლის ნაწილი უკვე აშენებულია.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ვაკის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბურკიაშვილის ქუჩის N15-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14 მეტრამდე სიგრძისა და 5.5 მეტრამდე სიმაღლის დამცავი კედელი მოეწყობა. იმავე ქუჩაზე, გარემონტდება საერთო სარგებლობის კიბე და გარე განათება დამონტაჟდება.  ​

მათივე ინფორმაციით, საყრდენი კედლის მშენებლობა უკვე დასრულდა სოფელ თხინვალაში, რომელიც ვაკის რაიონის გამგებლობაში შედის. კერძოდ, მოეწყო 64 მეტრის სიგრძისა და 4,5 მეტრის სიმაღლის, ფერდობის დამჭერი კედელი. პროექტის ბოლო ეტაპზე კი, კედელზე ღობე მოეწყობა.

ფოტოზე, ბურკიაშვილის ქუჩა




ფოტოზე, სოფელი თხინვალა

მსგავსი თემები