,,მაიმუნის ყვავილი” სერიოზული საფრთხე აღმოჩნდა”- მაია ბუწაშვილი ,,მედიაცენტრ მთავარში”

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ,,მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ,,მაიმუნის ყვავილი” სერიოზული საფრთხე აღმოჩნდა. მისივე განმარტებით, მსოფლიოში ვირუსის ათასობით შემთხვევა ფიქსირდება.

,,მაიმუნის ყვავილი” სერიოზული საფრთხე აღმოჩნდა. ალბათ, იმაზე უფრო სერიოზული ვიდრე წარმოვიდგენდით. მსოფლიოში ათასობით შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსი კონცენტრირდა გარკვეულ რისკის ჯგუფების ირგვლივ, თუმცა ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, რომ ინფიცირება მხოლოდ ამ სარისკო ქცევასთანაა კავშირში. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი აღმოჩნდა ჰომოსექსუალი მამაკაცები, მათში ყველაზე მაღალია გავრცელება. ზოგადად, სქესობრივი გზა წამყვანი აღმოჩნდა. ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ,,მაიმუნის ყვავილი” კონკრეტული ჯგუფების დაავადებაა, რაც სიმართლე არ არის. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს. საქართველოში ორი იმპორტირებული შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა სიფხიზლე აუცილებლად გვჭირდება, რომ ხელიდან არ გაგვექცეს ვირუსი,”- განაცხადა მაია ბუწაშვილმა ,,მედიაცენტრ მთავარში”.

ამასთან, მაია ბუწაშვილის განცხადებით, არსებობს კიდევ ერთი ვირუსი, რომლის სიმპტომები ძალიან გავს ,,მაიმუნის ყვავილს” და გამონაყარით ხასიათდება. ინფექციონისტის განმარტებით, მსგავსი სიმპტომების მიუხედავათ, აღნიშნული ვირუსი სხვა დაავადებაა და ძირითადად, თვითგანკურნებით სრულდება.

“ტუბერკულოზით სიკვდილობა გაიზარდა” – მაია ბუწაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

 

მსგავსი თემები