ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება – „ეხო კავკაზა”

გამოცემა „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება.

გამოცემის ცნობით, ლუკაშენკოს ესკორტმა უკვე გაიარა გაგრა და ის შეხვედრას სავარაუდოდ ბიჭვინთაში გამართავს.

გამოცემის ცნობით, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ საგზაო პოლიციის მანქანების თანხლებით აფხაზეთში ავტოკოლონა მოძრაობს.

მსგავსი თემები