,,რუსეთიდან შემომსვლელთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა”- ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცადებით, რუსეთიდან შემომსვლელთა ნაკადი ბოლო პერიოდში, 40-45 პროცენტით გაიზარდა. მისი თქმით,  ყველა პასუხისმგებელი უწყება აკონტროლებს ლარსის გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებას.

„ლარსის გამშვებ პუნქტზე ნაკადები გაზრდილია. დღის განმავლობაში, სტანდარტულად თუ რუსეთის ხუთი-ექვსი ათასი მოქალაქე იყო შემომსვლელი, ბოლო პერიოდში, 40-45 პროცენტით გაიზარდა, ამ ადამიანების რაოდენობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. კერძოდ, ხდება თითოეული ადამიანის შესწავლა, თუ ის არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ასევე, არის ინფორმაციები ამა თუ იმ პირის შესახებ, რომელმაც შეიძლება, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას. მათ საზღვრის გადმოკვეთაზე ბუნებრივია, უარს ეუბნებიან. ჩვენი მხრიდან ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, ვაკონტროლებთ იქ არსებულ ვითარებას. ლარსის გამშვებ პუნქტზე დამატებითი ძალები არიან“, – განაცხადა დარახველიძემ.

მსგავსი თემები