,,თმით მათრევდა – ჩემს თავზე ვბრაზდები, რომ მასზე ვტიროდი”- ნელი დოროყაშვილი

,,ფიზიკური ძალადობის გამო ძალიან დასტრესილი ვიყავი, ემოციურად ძალიან ცუდად ვიყავი, არ მელაპარაკებოდა და მაიგნორებდა”,- ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნელი დოროყაშვილმა განაცხადა.

დოროყაშვილის თქმით, შესაძლოა მას მიჯაჭვულობა ჰქონდა მოძალადის მიმართ.

,,იყო შემთხვევა, როცა ვრიგდებოდით. ალბათ, ეს ყველაფერი რომ გამეაზრებინა, მეც და ყველა ქალი ძალადობას დაასრულებდა. ჩემს თავზე ვბრაზდები, რომ მასზე ვტიროდი და ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ამ ყველაფერს არ იმსახურებდა. ამ ყველაფრის შემდეგ მასზე ვნერვიულობდი. შეიძლება მიჯაჭვულობა მქონდა მოძალადის მიმართ ან მიყვარდა. ალბათ, იმ მომენტში სტოკჰოლმის სინდრომი მქონდა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია”, – განაცხადა დოროყაშვილმა.

მისივე თქმით, ყოფილმა მეუღლემ თმით ითრია.

,,თმით მათრევდა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე დაწითლებები მქონდა. როდესაც ჩოგანი მომხვდა თავში და სხეულზე, მახსოვს, რომ მოვიხარე და ხელი ავიფარე. ნამდვილად არ მახსოვს ტელეფონი სად დავარდა. სიწითლეები მემჩნეოდა. ეს არ იყო დაჟეჟილობა, მქონდა ნაკაწრები და სიწითლეები”,- განაცხადა დოროყაშვილმა.

მსგავსი თემები