„დასანანია, რომ ფიქრობენ აუცილებელია ლარსზე წასვლა, პროტესტის გამოხატვა შეუძლიათ სხვაგანაც”- მიხეილ სარჯველაძე

,,პროტესტის გამოხატვა შეუძლიათ სხვაგანაც – ლარსში ჩასვლა არ მგონია, რომ აუცილებელი იყო, – ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე  ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან გამართულ აქციას.

მისი თქმით, აქციის ჩატარებას კონკრეტული რეგლამენტი აქვს.

„საპროტესტო აქციის მიზანი რა იყო? – დასანანია, როდესაც ფიქრობენ, რომ ამის სათქმელად აუცილებელი იყო ლარსზე წასვლა. პროტესტის გამოხატვა შეუძლიათ სხვაგანაც. არ მგონია, პოლიტიკური პერფორმანსი აქ რელევანტურია. თუ ვინმეს ასეთი სათქმელი აქვს, ამის გაკეთება და ხმის მიწვდენაც შეუძლია ყველასთვის, ვისაც ამის გაგონების სურვილი შეიძლება, ჰქონდეს. არ მგონია, რომ ამისთვის ლარსზე ჩასვლა აუცილებელი იყო. თუ სურვილი აქვთ, ჩავიდნენ, რა გავაკეთო?“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები