რუსეთი არ აპირებს საქართველოდან და ყაზახეთიდან რუსეთიდან გაქცეული მამაკაცები იძულებით დააბრუნოს

რუსული მხარე საქართველოში გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში გაქცეულების რუსეთში დაბრუნებას არ მოითხოვენ.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, არ გაუგზავნია, არ შეუმუშავებია და არ გეგმავს მიმართვას ყაზახეთის რესპუბლიკის, საქართველოს, სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებისადმი იქ მყოფი რუსეთის მოქალაქეების იძულებით რუსეთში დაბრუნების შესახებ”, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საომრად გასაგზავნად, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ, ქვეყანასო ათასობით მოქალაქე ტოვებს. მრავალ კილომეტრიანი რიგია ლარსის გამშვებ პუნქტთან.

 

მსგავსი თემები