თბილისში. რუსთაველის ძეგლთან საპროტესტო აქცია იმართება, აქციის მონაწილეების ლარსის სასაზღვრო პუნქტის ჩაკეტვას ითხოვენ. საუბარია საზღვრის რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩაკეტვაზე, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოში გაურბიან.
მსვლელობის მონაწილეებს ქართული და უკრაინული წარწერით ბანერი აქვთ გაშლილი: “ ბოროტსა სძლია კეთილმან – არსება მისი გრძელია”. მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: “დიდება გმირებს!” , “საქართველოს გაუმარჯოს!”, „საქართველო – უტანკო ანექსიის მსხვერპლი“…
ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობა პარლამენტთან აქციით დასრულდება.