აფხაზეთმა და რუსეთმა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ და რუსეთის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხელი მოაწერეს ე.წ. შეთანხმებას, რომელიც ორმაგ მოქალაქეობას ეხება.

დოკუმენტის მიხედვით, აფხაზეთს მოქალაქეებს რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივებულად შეეძლებათ და პირიქით – აფხაზეთის მოქალაქეობას მარტივად მიიღებენ რუსეთის მოქალაქეები.

„უახლოეს მომავალში ამოქმედდება მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 2020 წლის 12 ნოემბერს აფხაზებს ხელი მოაწერინა პროგრამაზე, რომელსაც ეწოდება ,,კანონმედებლობის ჰარმონიზაციის გზით, საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება” და 45 პუნქტისგან შედგება. სწორედ ამ დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტია ორმაგი მოქალაქეობის საკითხი.

მსგავსი თემები