,,ჩემი ექიმები საღამოობით ტაქსაობენ”- ზურაბ კახაბრიშვილი

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, კონსტანტინე ლაშხს და სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტს, ზურაბ კახაბრიშვილს მოუსმინეს. 

სპორტული მედიცინის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას, ასოციაციის პრეზიდენტმა მცირე დაფინანსების საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოლიმპიური გუნდების ექიმების ნახევარს მინიმალური ხელფასი აქვთ.

,,ჩემი ექიმები ტაქსაობენ საღამოობით, პირდაპირ გეუბნებით. მაქსიმუმ ხუთ კაცს აქვს 1000 ლარი, დანარჩენი 100-500 ლარი. მაშინ ჩვენ მოდი ცალკე ვიქნებით და ფედერაციებმა გადაწყვიტონ, რა უღირთ ექიმები და მე იმ სტანდარტებს დავაჯენ. თუ არა, მოძებნონ სხვა სპეციალისტები,”- განაცხადა კახაბრიშვილმა.

 კახაბრიშვილის ინფორმაციით, ოლიმპიურ გუნდს 72 ექიმი ემსახურება და მათი ნაწილის ანაზღაურება 100-დან 300 ლარამდეა.

 „არ არის მგონი დიდი პრობლემა, მიზნობრივი პროგრამა და ხელფასების დანიშვნა. უბრალოდ ყველამ ერთმანეთს მოვუსმინოთ. ეკონომიკური ზრდა ხომ არის ქვეყანაში, რაღაც გავაკეთოთ და კანონი მივიღოთ, რომ ყველა დაცულები ვიყოთ შვილებიდან მაღალი მიღწევების სპორტით დამთავრებული“, – განაცხადა ზურაბ კახაბრიშვილმა.

მსგავსი თემები