„ბადრი ესებუას ვეძებთ, ეს გახდა სახუმარო თემა, სახუმარო არ არის”- ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელ ბადრი ესებუას ძებნის პროცესი კვლავ მიმდინარეობს. მისი თქმით, მძარცველმა შესაძლოა ქვეყანა დატოვა.

„ბადრი ესებუას ვეძებთ, რა თქმა უნდა, ეს გახდა სახუმარო თემა, სახუმარო არ არის – ხუთჯერ ავხსენი და კიდევ გავიმეორებ, არიან ადამიანები, რომლებსაც 20 წელი ვეძებდით, 18 წელი. ასე ნუ უყურებთ, რომ ეს კატასტროფაა. მე, პირველ რიგში, ვთვლი, რომ ძალიან სწორი იყო, რომ სისხლი არ დაიღვარა და ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი ოპერაციებისგან, მაგრამ ნეტა ყოველთვის უსისხლოდ დამთავრდეს, თუმცა ამის გარანტიას ვერავინ ვერავის ვერ მისცემს“,-განაცხადა გომელაურმა.

მსგავსი თემები