რუსეთი ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან, სამობილიზაციო პუნქტს ხსნის

რუსეთი საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტის გახსნას აპირებს.

არსებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო საგზაო ინსპექციის უფროსისა და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.

ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ანდრეი სერგეევის განცხადებით,  მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, მათ შორის პოლიციის სადღეღამისო მორიგეობის გაზრდისა “ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია”.

მსგავსი თემები