,,შევედი ვესაუბრე, დაკავების დროს მიღებული ჰქონდა დაზიანებები”- გომელაური ბანკზე თავდამსხმელზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქუთაისში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელმა დაზიანებები დაკავებისას მიიღო. გომელაურის თქმით, ის შეხვდა დაკავებულს.

„ფოტო არ მინახავს, რომ ავედი დეპარტამენტში, დაზიანებები ჰქონდა სახეზე, მე შევედი ვესაუბრე რა თქმა უნდა, რაზე ვესაუბრე მაგას არ ვიტყვი ახლა, არ მოვყვები, დაკავების დროს მიღებული ჰქონდა დაზიანებები. თუ ის ადამიანი ჩივის, რომ მერე ცემეს, ან სადმე სცემეს, ან ზეწოლა იყო, მაგაზე იჩივლებს და საჩივარს შეიტანს და სხვა სამსახურები არის, სახელმწიფო ინსპექტორი, პროკურატურა და გამოიძიებენ, თუ ზედმეტად სცემეს, გადაამეტეს უფლებები პოლიციელებმა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი თემები