,,რუსეთიდან შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია დაახლოებით 40-45 პროცენტით და არა 250 ათასით”- გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რუსეთიდან საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობამ დაახლოებით 40-45%-ით მოიმატა.  მისივე თქმით, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში 250 ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა არასწორია.

„მაგდენი არ შემოსულა. საიდან მოაქვთ ეს ციფრები, არ ვიცი. დაახლოებით ოთხი, ხუთი დღის წინ იყო 5 ათასიდან 6 ათასამდე შემომსვლელი ადამიანის რაოდენობა. ახლა გაიზარდა დაახლოებით 10 ათასამდე, სადღაც 40-45 პროცენტით მოიმატა და არა 250 ათასით.

გუშინდელი ღამის შემდეგ, 10 ათასზე უფრო ნაკლები იყო შედარებით, 10 ათას ოთხას რაღაც იყო თუ არ ვცდები. ანუ 100 ათასი და 200 ათასი არ შემოდის. გასვლით გადის დაახლოებით 60 პროცენტი, შემომსველებთან შედარებით. რომ ვთქვათ, რომ დღეს ყველაზე დიდი ციფრებია, ესე არ არის. ზაფხულში, აგვისტოში, მაგალითად იყვნენ ტურისტები და არა ვთქვათ სხვა მიზნით წამოსული ადამიანები. სავარაუდოდ, ჩვენი აზრით, არიდებენ თავს სამხედრო სამსახურში გაწვევას. მე ერთი კითხვა მიჩნდება ყოველთვის და ეს ოპოზიცია ორად არის გაყოფილი, როგორც ჩანს, თუმცა მსოფლიოში, ევროპაშიც სხვანაირად ფიქრობენ და სხვა მიდგომებზე გადადიან – ზოგი იძახის, რომ ჩავკეტოთ და საერთოდ აღარ შემოვუშვათ, ზოგი ამბობს, პირიქით შემოვუშვათ, რომ არ წავიდნენ ომში, არ ებრძოლონ უკრაინელებს. იქნებ ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, შემოვუშვათ, თუ არ შემოვუშვათ ეს ადამიანები“, – განაცხადა გომელაურმა.

მსგავსი თემები