ხერსონში შესვლა და გასვლა აიკრძალა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილი როგორც შემსვლელთათვის, ისე გამომსვლელთათვის ჩაკეტეს.

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება კვლავ დაძაბულია.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება კვლავ დაძაბულია. სადგურის თანამშრომლებს არ სურთ მტერთან თანამშრომლობა და ცდილობენ დატოვონ ოკუპანტების მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილი როგორც შემსვლელთათვის, ისე გამომსვლელთათვის მთლიანად დაკეტილია“, – აცხადებენ უწყებაში.

 

მსგავსი თემები