აშშ-ში აცხადებენ, რომ  რუსეთიდან გაქცეულებს შეუძლიათ თავშესაფარი მოთხოვონ

რუსეთიდან სხვადასხვა ქვეყანაში გაქცეულებთან დაკავშირებით თეთრ სახლში კომენტარი გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მათ შეუძლიათ თავშესაფარი მოითხოვონ როგორც  თეთრი სახლის პრესმდივანი აცხადებს, თავშესაფრის მინიჭების საკითხი ინდივიდუალურად განიხილება.

„ჩვენ მკაფიოდ განვასხვავებთ რუსეთის მთავრობისა და შეიარაღებული ძალების ქმედებებს უკრაინაში და ამავდროულად, რუსი ხალხის ქმედებებს, რომელთა დიდი ნაწილი ომის წინააღმდეგ გამოვიდა. ვხედავთ, რომ რუსეთში პროტესტი გრძელდება. ნებისმიერს, ვინც თავშესაფარს ეძებს დევნისგან, განურჩევლად მისი ეროვნებისა, შეუძლია, აშშ-ის მიმართოს თავშესაფრის მინიჭების თხოვნით და მისი განაცხადი ინდივიდუალური წესით განიხილება“ – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

ექსპერტები აღნიშნულ საკითხს სხვაგვარად უდგებიან და აცხადებენ რომ გაქცეულები არა უკრაინაში წარმოებულ რუსეთი ომს აპროტესტებენ, არამედ საკუთარ თავს უფრთხილდებიან და საკუთარი თავის გადასარჩენად გარბიან.

 

მსგავსი თემები