რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ვითარება უცვლელია – რუსეთიდან გამოქცეულთა ნაკადი იზრდება

ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან რუსეთიდან გამოქცეული მოქალაქეების მრავალკილომეტრიანი ნაკადი იზრდება. რუსეთის მოქალაქეები, ვინც საზღვართან ახლოს რამდენიმე დღეა დგას, საზღვარზე ფეხითაც კი გადმოდის.

ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსეთმა ქვეითებისთვის დაწესებული შეზღუდვა გააუქმა. შესაბამისად, აქ ნახავთ ყველანაირ საშუალებას საზღვრამდე მისასვლელად – ზოგი მიდის ველოსიპედით, ზოგი ფეხით, ზოგი სპეციალური ელექტროსკუტერით. რუსული მხარე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ნაკადის შესაჩერებლად საზღვრის ჩაკეტვას გეგმავენ.

ამ ეტაპზე არსებული არასრული მონაცემებით, მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, საქართველოში 200 000-მდე მოქალაქე შემოვიდა.

მსგავსი თემები