კრემლში ამტკიცებენ რომ საზღვრის ჩაკეტვას არ აპირებენ

28 სექტემბერს რუსეთის საზღვრების ჩაკეტვას კრემლში არ ადასტურებენ. როგორც კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რუსეთში მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

„მსგავსი რამ არც მსმენია არც განგვიხილავს და არც მიგვიღია“ – აცხადებს პესკოვი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთიდან იმ ქვეყნებში, სადაც სავიზო რეჟიმი არ მოქმედებს მრავალკილომეტრიანი რიგი დგას. რუსეთის მოქალაქეები გარბიან ყველანაირი საშუალებებით, რომ უკრაინის ომში არ მოუწიოთ წასვლა.

15-დან 40 კილომეტრამდე რიგი დგას რუსეთ-საქართველოს საზღვართან, რუსეთ- ფინეთის საზღვართან, ყაზახეთთან, მონღოლეთთან.

 

მსგავსი თემები