დიდი ბრიტანეთი  რუსეთის წინააღდეგ ახალი სანქციების პაკეტს ამოქმედება

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში რუსეთის მიერ გამართული უკანონო რეფერენდუმის საპასუხოდ 92 პუნქტიანი სანქციების პაკეტი გამოაცხადა.  სანქციების სამიზნეს უკრაინის ოთხ რეგიონში ორგანიზებული ე.წ. რეფერენდუმის უკან მდგომი პირები წარმოადგენენ.

სანქციები მათაც შეეხებათ, ვინც პუტინის ომს უკრაინაში ამართლებს და მხარს უჭერს.

სანქცირებულთა სიაში შედის: ოკუპირებული ხერსონის „მთავრობის“ ახლახან დანიშნული მეთაურ სერგეი ელისეიევი, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ივან კუსოვი და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეში მთავრობის სავარაუდო მეთაური ევგენი ბალიცკი.

სანქციები რუს ოლიგარქებსაც შეეხებათ.

მსგავსი თემები