„მხოლოდ მე-5 დღეს. ათასობით კუბოს დაბრუნების დაწყებამდე“ – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი  მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ შექმნილ ვითარებას ეხმაურება.

„კილომეტრიანი რიგები გასასვლელად. 2. საპროტესტო აქციები ნაციონალურ რესპუბლიკებში. 3. სროლა სამხედრო სამსახურში გაწვევის ოფისში 4. ათასობით საჩივარი უკანონო გაწვევაზე, ტექნიკის ნაკლებობაზე. მხოლოდ მე-5 დღეს. ათასობით კუბოს დაბრუნების დაწყებამდე“, – წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ 21 სექტემბერს გამოაცხადა. მას შემდეგ რუსეთის მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან.

 

მსგავსი თემები