გასულ კვირას რუსეთ-საქართველოს საზღვარი  37 500-მა ავტომობილმა და 115 000-მა ადამიანმა გადაკვეთა

რუსული მედიის ინფორმაციით, გასულ კვირას ზემო ლარსის გავლით რუსეთ-საქართველოს საზღვარი ორივე მიმართულებით 37 500-მა ავტომობილმა და 115 000-მა ადამიანმა გადაკვეთა, რაც წინა კვირასთან შედარებით 23.3%-ით მეტია.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა ავტომობილების ნაკადი საქართველოს მიმართულებით. სატრანზიტო მანქანების საერთო რაოდენობა 4 800-ია, მათ შორის 1 300 სატვირთო მანქანაა, 3 500 კი – მსუბუქი ავტომობილია“, – განაცხადა ჩრდილოეთ ოსეთის  ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა.

 

მსგავსი თემები