,,რუსეთის ხელისუფლებას საზღვრების დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია”- დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებას საზღვრების დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„მე არაფერი ვიცი ამის შესახებ. ამ დროისთვის, ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის”, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში 21 სექტემბერს გამოცხადდა. ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობის დროს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა რუსეთში სამიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

მსგავსი თემები