,,ქართველების და საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია”- ევროკავშირის ელჩი მობილიზაციას გამოქცეული რუსების შემოსვლაზე

საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩის, პავენ ჰერჩინსკის განცხადებით,  ქართველებისა და საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია რა დამოკიდებულება უნდა იყოს რუსეთის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ნაწილობრივი მობილიზაციის გამო საქართველოში ჩამოდიან.

,,სამწუხაროდ, მე ვერ გეტყვით, რა დამოკიდებულება უნდა იყოს, ეს ქართველებისა და საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, სრულად მესმის, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, დაეწყო ნაწილობრივი მობილიზაცია, გამოიწვია რუსების ნაკადი. თუმცა ეს საქართველოს გადასაწყვეტია“,- აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

მსგავსი თემები