რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

რუსეთში, ქალაქ იჟევსკის 88-ე სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. დაშავებულია 21 ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის შვიდი, დაშავებულთა შორის კი 14 არასრულწლოვანია.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა თავი მოიკლა. მოტივი უცნობია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარება.

შემთხვევა დღეს მოხდა.

მსგავსი თემები