მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი ეტაპობრივად გაიზრდება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელის ეტაპობრივად გაზრდასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრების: საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა.

დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა (რიმა) ბერაძის, ნინო წილოსანის, ლევან მგალობლიშვილის და გოჩა ენუქიძის საკანონმდებლო ინიციატივა კოლეგებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ გააცნო.

  „მშენებლობის ნებართვის გაცემა დაკავშირებულია შესაბამის ადმინისტრაციულ რესურსთან როგორც მატერიალურ, ასევე ადამიანურ რესურსთან. პროექტის მიღების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოებს მიეცემათ ბიუჯეტში მეტი რესურსის მობილიზების შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ნებართვის გაცემის ადმინისტრირების პროცესს“, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

  მისი განმარტებით, ნებართვისთვის მოსაკრებლის ოდენობა 4 ლარიდან 10 ლარამდე გაიზრდება, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 ლარიდან 11 ლარამდე.

 მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა არ ეხება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობებს.~

,,იმის გათვალისწინებით, რომ მოსაკრებლის გადამხდელისთვის ამან არ გამოიწვიოს დაუგეგმავი ფინანსური ხარჯის ზრდა, მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა გათვალისწინებულია ეტაპობრივად, კერძოდ: 2023 წლის 1 იანვრიდან – 6 ლარამდე, 2024 წლის 1 იანვრიდან – 8 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან – 10 ლარამდე. რაც შეეხება საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობის გაზრდას, 2023 წლის 1 იანვრიდან – 7 ლარამდე გაიზრდება, 2024 წლის 1 იანვრიდან – 9 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან 11 ლარამდე“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას.

მსგავსი თემები