დასავლეთი რუსეთს პატივისცემით უნდა მოეპყროს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა.
,,ჩვენ (რუსეთის ფედერაციას) პატივისცემით უნდა მოგვეპყრონ”- აღნიშნა პუტინმა ლუკაშენკოს სიტყვების საპასუხოდ, რომ მინსკი დასავლეთს არ ელაპარაკება მისი მხრიდან პატივისცემის გარეშე.
ამასთან, ალექსანდრე ლუკაშენკომ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი და ბელარუსი არ მოითმენენ ევროპისგან დამცირებას.