,,დაუყოვნებლივ მოხდეს დროებით საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის”- გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ითხოვს დაუყოვნებლივ მოხდეს დროებით საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის. ვაშაძე მოქალაქეებს მოუწოდებს ხელი მოაწერონ პეტიციას, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვას შეეხება.

,,ბოლო დღეების განმავლობაში ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე ყოველდღიურად შემოდის საქართველოში და ლარსის გამშვებ პუნქტთან უზარმაზარი რიგი დგას. შესაბამისად, სტრატეგია აღმაშენებლის მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ მოხდეს დროებით საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის. იყოს სამი გამონაკლისი მხოლოდ: საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უფლება დაბრუნდნენ სამშობლოში, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც არიან ქართველები რუსეთის ფედერაციაში, ჰქონდეთ საქართველოში შემოსვლის უფლება და ჰუმანიტარული მიზნებისთვის თუ რამე განსაკუთრებული შემთხვევა იქნება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები