რუსეთში მობილიზაციაზე გაწვეულმა კაცმა კომისარიატში ცეცხლი გახსნა – დაიჭრა სამხედრო კომისარი

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, ქალაქ უსტ-ილიმსკში მობილიზაციაზე გაწვეულმა ახალგაზრდა მამაკაცმა კომისარიატში ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გახსნა და სამხედრო კომისარი დაჭრა.

ირკუტსკის გუბერნატორ იგორ კობზევის განცხადებით,  დაჭრილი კომისარი ალექსანდრე ელისეევი, რომელიც რეანიმაციაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ოლქის კომისარიატში სროლა ადგილობრივი დროით 12:00 საათზე მოხდა.

მსგავსი თემები