სროლა რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში – დაიღუპა ექვსი ადამიანი

რუსეთის ქალაქ იჟევსკის 88-ე სკოლაში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ექვსი და დაშავებულია 20-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლი დაცვის თანამშრომლებს გაუხსნა, შემდეგ კი სკოლის მოსწავლეებს.

ამ დროისთვის, თავდასხმის მოტივი უცნობია.

მსგავსი თემები