,,ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაურკვევიათ ვინ ვისკენ არის – სააშკარაოზე გამოაქვთ ერთმანეთთან დაპირისპირება”- კახა კალაძე

,,ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაურკვევიათ ვინ ვისკენ არის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის მხარეს, ვინ მიშას  მხარეს,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

დედაქალაქის მერმა უპასუხა კითხვას, თუ რას უკავშირდება გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა.

„მე გამიჭირდება მათ შიდა დაპირისპირებაზე საუბარი. ცხადია, რომ სააშკარაოზე გამოაქვთ ერთმანეთთან დაპირისპირება. იქ ნიკა მელიას უპირისპირდებიან, იქ ვიღაც კეზერაშვილს უპირისპირდება. ეს ცხადია, ჩანს, მათი პარტიული საქმეებია და ალბათ, გაარკვევენ ურთიერთობებს. პარტიაში ვერ გაურკვევიათ ვინ ვისკენ არის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის მხარეს, ვინ მიშას  მხარეს. ალბათ, თავად დალაგდებიან “, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები