,,მოსკოვმა გაიგოს და იცოდეს, რომ შედეგები იქნება საშინელი”- ბლინკენი ბირთვული ომის მუქარაზე

,,ბირთვული ომის მუქარასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა გაიგოს ჩვენგან და იცოდეს, რომ შედეგები იქნება საშინელი”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ მოწოდებულია კონფლიქტი არ გაფართოვდეს.

„ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ უზრუნველვყოთ, რომ ყველანი მოვიქცეთ პასუხისმგებლობით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ამგვარ უპასუხისმგებლო რიტორიკას, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ რუსებთან როგორც საჯაროდ, ისე პირადად, რომ შეაჩერონ ბირთვული იარაღის შესახებ უპასუხისმგებლო საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა გაიგოს ჩვენგან და იცოდეს, რომ შედეგები იქნება საშინელი. ჩვენ ამას ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ“, – განაცხადა ბლინკენმა.

მსგავსი თემები