„დიდი შვიდეული“ ოკუპირებულ უკრაინაში „რეფერენდუმს“ გმობს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები გმობენ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე „რეფერენდუმსა“ და მოსახლეობის მობილიზაციას უკრაინაში გასაგზავნად.

G7-ის ლიდერებმა ერთობლივი წერილი გაავრცელეს, სადაც აღნიშნულ საკითხზე საუბრობენ.

„აღნიშნული ქმედებები აშკარად არღვევს გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართალს. ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობას სახელმწიფოთა ურთიერთობებში. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ამ „რეფერენდუმებს“, რომლებიც როგორც ჩანს, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ დადასტურებულ ანექსიას, თუ ეს მოხდება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

მსგავსი თემები