ლიეტუვა ოფიციალურად ადასტურებს, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყნიდან გარბიან, არ მიიღებს. საგარეო მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის ინფორმაციით, ქვეყანა რუსეთიდან გაქცეულ მოქალაქეებს თავშესაფარს არ მისცემს.
„ლიეტუვა არ მისცემს თავშესაფარს მათ, ვინც უბრალოდ გაურბის პასუხისმგებლობას. რუსები უნდა დარჩნენ და იბრძოლონ, იბრძოლონ პუტინის წინააღმდეგ“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები ქვეყნიდან მასიურად გარბიან. მიდიან იქ, სადაც სავიზო რეჟიმი არ მოქმედებს.