,,გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე და დაგვეხმარეთ ოკუპანტების განადგურებაში”- ზელენსკი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს

,,მე მაქვს მარტივი თხოვნა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ყველა ჩვენი ხალხის მიმართ: გააკეთეთ მთავარი – გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე და დაგვეხმარეთ ოკუპანტების დასუსტებასა და განადგურებაში,”- ამ სიტყვებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მიმართა.

ზელენსკი მათ მოუწოდებს ყველაფერი გააკეთონ უკრაინის გასათავისუფლებლად.

,,რუსულ მობილიზაციას ნებისმიერი გზით დაემალეთ. მოერიდეთ გამოძახებებს. შეეცადეთ, მოხვდეთ უკრაინის თავისუფალ ტერიტორიაზე. და თუ მაინც მოგიწევთ შესვლა რუსულ ჯარში, მაშინ მოწინააღმდეგეების ნებისმიერ აქტივობაში  მოახდინეთ საბოტაჟი, ჩაერიეთ რუსეთის ნებისმიერ ოპერაციაში, მოგვაწოდე ნებისმიერი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ოკუპანტების შესახებ – მათი ბაზების, შტაბების, საბრძოლო მასალების საცავებზე. და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, გადადით ჩვენს პოზიციებზე. გააკეთე ყველაფერი შენი სიცოცხლის გადასარჩენად და უკრაინის განთავისუფლებაში დასახმარებლად”,- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები