შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი არ უნდა იყოს

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ  რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი არ უნდა იყოს და ეს სტატუსი უნდა შეუჩერდეს.

განცხადებს შარლ მიშელმა  ნიუ-იორკში, საჯარო ტრიბუნიდან, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს იწყებს, იმ ომს, რომელსაც გენერალური ასამბლეა გმობს, ასეთი წევრის საბჭოში წევრობის შეჩერება, ჩემი აზრით, ავტომატური უნდა მოხდეს”, – ასეთია შარლ მიშელის გზავნილი.

პრეზიდენტი რეფორმას გადაუდებელს და საჭიროს უწოდებს.

 

მსგავსი თემები