უკრაინამ ირანის ელჩს აკრედიტაცია გაუუქმა

უკრაინამ ირანის ელჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და მას ქვეყნიდან აძევებენ. ელჩს აკრედიტაცია უკვე გაუუქმეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება კავშირშია ირანის პოლიტიკასთან, რომ დაეხმაროს რუსეთს. კერძოდ, ირანის მხრიდან რუსეთისთვის უპილოტო საფრები აპარატების მიწოდებასთან დაკავშირებით.

როგორც უკრაინის საგარეო უწყებაში განმარტავენ, ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდება ეწინააღმდეგება ირანის ხელისუფლების მიერ ღიად დაფიქსირებულ ნეიტრალიტეტსა და უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

„რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს, არამეგობრულ ქმედებას წარმოადგენს და ირანისა და უკრაინის ურთიერთობებს სერიოზულ დარტყმას აყენებს“, – ვკითხულობთ უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

მსგავსი თემები