ევროკავშირი რუსეთიდან გაქცეულებს კარს გაუღებს

პუტინის რეჟიმისგან გაქცეულებისთვის ევროკავშირი კარის დაკეტვას არ აპირებს. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რუსეთიდან გაქცეულებისთვის  ევროკავშირის კარი უნდა გაიღოს. მისი შეფასებით, საუბარია ადამიანებზე,  ვისაც არ სურს, იყოს ინსტრუმენტი კრემლის ხელში.

„ვფიქრობ, ევროკავშირმა უნდა უმასპინძლოს მათ, ვისაც პოლიტიკური შეხედულებების გამო საფრთხე ემუქრება. პოლიტიკური შეხედულებების გამო რუსეთში ხალხი თუ საფრთხეშია,  რადგან მათ არ სურთ, დაემორჩილონ კრემლის შეშლილ იდეას, წამოიწყოს ომი უკრაინაში, მაშინ ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

შეგახსენებთ, რომ პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც მობილიზაციასა და უკრაინაში საომრად გაგზავნას გულისხმობს, რუსეთის მოქალაქეები რუსეთს კატასტროფული სისწრაფით ტოვებენ და გარბიან.

მსგავსი თემები