ერთ თვეში, უკრაინამ  9 000 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტის მორიგი ვიდეომიმართვა ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ და ქვეყნისთვის დაბრუნებულ ტერიტორიებს ეხება. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, სექტემბერში უკრაინა, 9 000 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნა.

„სექტემბერში გათავისუფლდა 9 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია. დაახლოებით 400 დასახლებული პუნქტი. ეს შედეგი მიღწეულია, რადგან ჩვენი ხალხი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გვეხმარება. ძალიან გთხოვთ, გააკეთეთ ყველაფერი, რომ ასეთი დახმარება მეტი იყოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

 

მსგავსი თემები