უკრაინული მხარის ინფორმაციით, დასავლეთის სანქციები რუსეთის მიმართ მზარდია, რაც ეტაპობრივად მოქმედებს როგორც რუსეთის ეკონომიკაზე, ისე პოლიტიკასა და სოციალურ მდგომარეობაზე.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, დასავლეთმა რუსეთს 300-დან 500 მილიარდამდე აშშ დოლარის ოდენობის აქტივები გაუყინა.
„აგრესორმა თავისი ფასი უნდა გადაიხადოს და მისი სახსრები ჩვენი ფართომასშტაბიანი აღდგენის მთავარი რესურსი უნდა გახდეს”, – აღნიშნა შმიგალმა.
მისივე თქმით, უკრაინის აღდგენაა ასეული მილიარდი დოლარი დასჭირდება და ეს სწორედ რუსული აქტივებით უნდა მოხდეს.