კომისარიატმა ასაკოვანი, ცერემბრალური იშემიით დაავადებული მამაკაციც გამოიძახა

რუსეთში ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის გეგმის შესრულება, რომელიც მიღმაც სრული მობილიზაცია იგულისხმება, ყველანაირი მეთოდებით სრულდება. ვინც კომისიარიატში საკუთარი ნებით არ მიდი, ძალით მიჰყავთ. ანგარიშს არ უწევენ არავის, მათ შორის დაავადებულ პირებსაც.

რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაციას, რომ ვოლგოგრადში, ე.წ. მობილიზაციის ფარგლებში 63 წლის მამაკაციც გამოიძახეს, რომელიც  მეორე ხარისხის დიაბეტით და ცერებრალური იშემიითაა დაავადებული.

მედიის ინფორმაციით,  მან გამოძახება 22 სექტემბერს, გამთენიისას მიიღო. მიუხედავად დიაბეტისა და იშემიური დაავადებისა, პენსიონერი მამაკაცი საწვრთნელ ბაზაზე წაიყვანეს, რომ უკრაინაში გაგზავნამდე ორკვირიანი მომზადება გაატარონ.

ყველა, ვინც კომისარიატის გამოძახება მიიღო, უკრაინაში გაგზავნამდე ორკვირიან მომზადებას გადის.

რუსეთის სამხედრო კომისარიატი მიცვალებულებსაც იძახებს 

მსგავსი თემები