მასობრივ სამარხებში აღმოჩენილი ცხედრების ექსჰუმაცია დასრულდა, ზოგს სასქესო ორგანო მოჭრილი ჰქონდა

უკრაინის ქალაქ იზიუმში, მასობრივ სამარხში 436 ცხედარი იპოვეს. მათი ექსჰუმაციის პროცესი დასრულებულია. მოკლულთა შორის ბავშვებიც არიან.

ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განაცხადებით, ცხედრების უმეტესობას ძალადობრივი სიკვდილის კვალი აღენიშნება, 30 ცხედარს აქვს წამების კვალი. რუსი სამხედროები მათ ჯერ აწამებდნენ და შემდეგ კლავდნენ.

ზოგიერთ ცხედარს კისერზე თოკი აქვს მობმული; ზოგს კი ხელები ჰქონდა შეკრული, ზოგს მოტეხილობები აღენიშნებოდა, ზოგს ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. გამოკვლევის პროცესში აღმოაჩინეს რომ რამდენიმე მამაკაცს გენიტალიები ჰქონდა ამპუტირებული.

ცხედრებს შორის უმეტესობა სამოქალაქო პირია, 21 კი სამხედრო პირია.

მოკლულებს შორის 202 ქალი და ხუთი ბავშვია. 11 ცხედარი იმდენად დასახიჩრებულია, რომ მათი სქესის დადგენა სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ მოხდება.

 

მსგავსი თემები