,,შენი ყვირილის არავის ეშინია”- ხმაური პარლამენტში

პარლამენტის  სხდომათა დარბაზში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის მიერ, ვიდეოჩანაწერის ჩართვას, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საუბრობს, ხმაური მოყვა.

,,ეს სიტყვები ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მოგასმენინეთ და შეგახსენეთ, თქვა 2012 წლის 24 დეკემბერს. დღეს რომელ წელია, ქალბატონო რიმა? და რით ვეღარ დადგა ის მეოთხე, სანუკვარი წელი, რომელსაც გვპირდებოდა და საკუთარ ჯიბეზე უნდა ეგრძნო საქართველოს მოქალაქეს?” – აღნიშნა კირკიტაძემ.

მხარეებს შორის დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ კონფლიქტის განმუხტვა მანდატურებს მოუწიათ.

,,აგერ აქ ბატონი წაქაძე იცინის და ხელებს იქნევს… რა ენაღვლება? ამხელა სამშენებლო კომპანია აქვს და საპარლამენტო მანდატი მხოლოდ იმისთვის უნდა, რომ თავისი ბიზნესი იმას ქნას… მაგრამ რა ჰქნას ჩვეულებრივმა ადმაიანმა? აქ ზის და იცინის. შენი ყვირილის არავის ეშინია. თქვენ ხართ ყველაზე მდიდარი დეპუტატი და თქვენ გიცავენ ეს ჯანდაცვის მინისტრიც და უმრავლესობაც და არა იმ ხალხს, ასეა!, – განაცხადა კირკიტაძემ.

მსგავსი თემები