,,75 ადგილზე 84 წევრი როგორც დავატიოთ? კუპონი ხომ არაა, დილით სხვა იყოს, შუადღეს – სხვა, საღამოს – სხვა”- მდინარაძე რომან გოცირიძეს

,,ბატონო რომან, ერთი კვირაა, საუბრობთ, 75 ადგილზე 84 დეპუტატი დავსვათ, როგორ, ამიხსენით, კუპონი ხომ არ არის, დილით სხვა იყოს, საღამოს სხვა,”– ამ სიტყვებით  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს მიმართა.

მდინარაძის თქმით, დარბაზის მარცხენა მხარეს სულ 75 ადგილია, სადაც უმრავლესობის წევრი 84 დეპუტატი არ ეტევა.

„ბატონო რომან, ერთი კვირაა, თქვენ საუბრობთ, რომ უმრავლესობის წევრები თუ არიან, გადასვით მარცხენა მხარესო. მარცხენა მხარეს, შეგატყობინებთ, ალბათ იცით, მაგრამ მაინც და უკაცრავად, თუ ირონიად მიიღებთ ამას, არის 75 ადგილი. მარჯვენა მხარეს, შესაბამისად, ასევე არის 75 ადგილი. სულ 150 ადგილია. უმრავლესობაში არის 84 წევრი. რანაირად გავაკეთოთ ახლა? ამ მარცხენა მხარეს, 75 ადგილზე როგორ დავატიოთ ეს 84 წევრი, მითხარით. რაოდენობა და რაღაც წონა და ზომა რომ შემცირდეს, კუპონი ხომ არ არის, დილით სხვა იყოს, შუადღეს სხვა და საღამოს სხვა?! Რა გავაკეთოთ, 75 ადგილზე, როგორ დავსვათ 84 კაცი, ამიხსენით. ერთი კვირაა, ამით სპეკულირებთ. ვინ გადავსვათ, რას ლაპარაკობთ, რა არასერიოზული საუბრებია. ერთი კვირაა არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ პასუხი გაგვეცა და დაჟინებით იმეორებთ, გინდა თუ არა, გადასვით მარცხენა მხარესო. არ ეტევა 75 ადგილზე 84 კაცი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები