,,ყველაფერი დააყადაღეს და თან მიყავთ ავტომანქანები – გავასაჩივრებთ!”- სოსო გოგაშვილის შვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის სახლთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. როგორც ირკვევა ადგილზე მისული სამართალდამცველები  გოგაშვილების კუთვნილი  უძრავი ქონების, კერძოდ 3 ავტომობილის ამოღების პროცესში იღებენ მონაწილეობას.

,,20 სექტემბრის ახალი სასამართლო განჩინების საფუძველზე, დააყადაღეს დედაჩემზე, ჩემს ძმაზე, დეიდაჩემზე და დამატებით კიდევ ჩვენი გარემოცვის საკუთრებაში არსებული ქონება, ანუ რაც არ ჰქონდათ მანამდე დაყადაღებული, ყველაფერი დააყადაღეს და თან მიყავთ ავტომანქანები!

განჩინებაში არ წერია, რომ უნდა შეგვეზღუდოს სარგებლობის უფლება, მაგრამ არღვევენ კანონს და მიყავთ ჩვენი მანქანები, რისი უფლებაც არ აქვთ და რასაც აუცილებლად გავასაჩივრებთ!!!”- წერს ნინო გოგაშვილი.

 

მსგავსი თემები