„რამდენიმე დღეში მეც დავტოვებ ქვეყანას“ – „საბას“ გამარჯვებული ემიგრაციაში მიდის

ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოება 2 დღის უკან გაიმართა. ერთ-ერთი ჯილდო ახალგაზრდა მამაკაცს – თემო რეხვიაშვილს ერგო. მან პრიზი  ლიტერატურულ დებიუტში „კურიერის ამბები“ მოიპოვა. ავიდა სცენაზე, გადასცეს ჯილდო, თქვა სამადლობელი სიტყვა და ასევე, ყველაზე მტკივნეული რამ, რომ ისიც ემიგრანტთა „კარს“ უერთდება.

„მინდა ეს ჯილდო მივუძღვნა ჩემს ემიგრანტ დედას და სხვა ემიგრანტ დედებს. ასევე მადლობა უმუშევრად დარჩენილ მამაჩემს, და სხვა მამებს, რომლებიც ამ ქვეყანაში, სადაც პატიოსანი შრომით არსებობა შეუძლებელია, თავს ვერ იმკვიდრებენ. რამდენიმე დღეში მეც დავტოვებ ქვეყანას, სადაც მედიკამენტების ხელოვნურად გაბერილი ფასები, ბანკების არანორმალურად მაღალი პროცენტები, შრომის კოდექსის უფუნქციობა და კიდევ მრავალი სხვა რამ გვაწამებს და ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს საქართველოს მოსახლეობის თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას. მივდივარ და ვიტოვებ იმედს, რომ ყველაფერი მალე შეიცვლება”, – აღნიშნა გამარჯვებულმა მწერალმა დაჯილდოების ცერემონიალზე.

 

მსგავსი თემები