,,შკოდებით მოვიდნენ – ითხოვენ კარის გაღებას”- სოსო გოგაშვილის შვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ  მათ საცხოვრებელ სახლში სუს-ის გამომძიებლები მივიდნენ.

,,შკოდებით არიან მოსული რამდენიმე კაცი, ერთი საყვარელი ბიჭუნა ვიდეოსაც მიღებს, არაფერი გამორჩეთ, ავტომატებით რომ შემოვარდებიან, რომ დაინახონ როგორ გვტანჯავენ და კიდევ ერთი მაგალითი იყოს იმისთვის, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რაიმე საპირისპირო განცხადებას გააკეთებს. ვეკითხებით ვინ ხართ, სახელს და გვარს ვეკითხები, ტელეფონის ნომერს, არ მეუბნებიან, ითხოვენ კარის გაღებას”,- აცხადებს ნინო გოგაშვილი.

როგორც ნინო გოგაშვილი აცხადებს,  გოგაშვილის მეუღლე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

,,ველოდებით ადვოკატებს და მხოლოდ მათი თანდასწრებით გვექნება სუსის თანამშრომლებთან კომუნიკაცია, რომ არ დაირღვეს კიდევ ერთხელ ჩვენი უფლებები! ადვოკატების მოსვლამდე კარს არ ვუღებთ მათ, რომ ტელეფონები არ ჩამოგვართვან, რის შემდეგაც ადვოკატებსაც ვეღარ დავუკავშირდებით!,”- წერს ნინო გოგაშვილი.

მსგავსი თემები