,,პუტინის რეჟიმი ნამდვილად დასრულდება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის  პუტინის რეჟიმის დასასრულს უკრაინაში ომის დასრულებასთან არ აკავშირებს. ზელენსკის თქმით,  ის თუ როდის დასრულდება პუტინის რეჟიმი, რუსი ხალხი წყვეტს.

,,უკრაინაში ომის დასრულებასთან პუტინის რეჟიმის დამხობასთან არ ვაკავშირებ. პუტინის რეჟიმი ნამდვილად დასრულდება.  როდის? ამას ალბათ რუსი ხალხი წყვეტს. ჩვენ ამაზე არანირი გავლენა არ გვაქვს. მაგრამ ვინ მოვა მის ნაცვლად? საქმე ხალხში არ არის, საქმე რეჟიმის ფილოსოფიაშია, ძალაუფლების შენარჩუნების ფილოსფიაშია. თუ ისინი არ შეცვლიან მათ დიქტატურას, სულერთია, ვინ იქნება იქ მის ნაცვლად, ახალგაზრდა, ხანდაზმული და ასე შემდეგ“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, პუტინს, მის გარემოცვასა და რუს სამხედროებს ხანგრძლივ სიცოცხლეს არ უსურვებს.

„მაპატიეთ, მაგრამ მე მათ კარგს არაფერს და ხანგრძლივ სიცოცხლეს არ ვუსურვებ. აქ მე არ მჭირდება არანაირი დიპლომატიის მოხმობა. ვთვლი, რომ ყველა ადამიანი, დაწყებული პუტინიდან, დასრულებული მისი გარემოცვით, ყველა სამხედრო მოსამსახურის ჩათვლით, რომლებიც ჩვენს მიწაზე მოვიდნენ…. მე მათ ხანგრძლივ სიცოცხლეს ნამდვილად არ ვუსურვებ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები