ზელენსკი პუტინს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაელაპარაკება

„შეგვიძლია დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ ისინი დატოვებენ ჩვენს ტერიტორიებს’ – ასეთია პრეზიდენტ ზელენსკის პასუხი კითხვაზე, დაელაპარაკება თუ არა პუტინს.

როგორც ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, პუტინი ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მასთან სალაპარაკოდ დაჯდომა არავის უნდოდეს.

„ნელ-ნელა ეს შესაძლებლობები სულ უფრო და უფრო მცირდება.  თავად პუტინი მიდის იქამდე, რომ მასთან მოლაპარაკებების მაგიდაზე არავინ დაჯდება… ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ ისინი დატოვებენ ჩვენს ტერიტორიებს, რადგან როდესაც ისინი დატოვებენ ჩვენს ტერიტორიებს და ჩვენ ვიქნებით საზღვრებთან, ტერიტორიულად ისინი ჩვენს მეზობლად დარჩებიან და ამ მომენტში ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ მაგიდასთან და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები