„გახარიას ჰკითხეთ რატომ ააშენა სასაფლაოში ახალი სპორტის სასახლე… გამოვედი და ვხედავ, ბაბუაჩემის საფლავთან ვარ“ – წულუკიანი

კულტურის მინისტრის  თეა წულუკიანია განცხადებით, როცა ერთ-ერთ მატჩს ახალ სპორტის სასახლეში ესწრებოდა, აღმოაჩინა, რომ სასახლე აშენებულია სასაფლაოზე. უფრო მეტიც, თურმე, ბაბუამისის საფლავთან.

„როდესაც ერთ-ერთი მატჩის დროს წამოვედი, გამოვიარე სასაფლაო, ავწიე თავი და ვხედავ, რომ ბაბუაჩემის საფლავთან ვარ, გადმოვედი შუაღამისას. ტრაგიკომედიაა“ – ასეთი პასუხი გასცა წულუკიანმა დეპუტატ ელისაშვილს, რომელმაც ჰკითხა  ვისი გადაწყვეტილებით მოხდა ახალი სპორტის სასახლის „იქ“ აშენება.

წულუკიანის თქმით, ეს ყველაფერი უხერხულია და სხვა არაფერი.

„არ ვიცი კონკრეტული გვარი და სახელი, ვინ გადაწყვიტა, რომ იქ აშენებულიყო.  ეს იყო გახარიას პრემიერობის დროს. დღეს ის ოპოზიციასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩემთან და ჰკითხეთ, რატომ ააშენა სასაფლაოში ახალი სპორტის სასახლე. როდესაც ერთ-ერთი მატჩის დროს წამოვედი, გამოვიარე სასაფლაო. როგორც წესი ტელეფონში მაქვს ხოლმე თავი ჩარგული, ავწიე თავი და ვხედავ, რომ ბაბუაჩემის საფლავთან ვარ. გადმოვედი შუაღამისას, გავაოცე დაცვაც, მძღოლიც. ტრაგიკომედიაა“ – აღნიშნა წულუკუნმა პარლამენტში.

მსგავსი თემები